2021 წლის 14 ივლისს, 14 საათზე , ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შედგა აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
,, თავისუფალი პროექტების’’ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის- „ჩვენ ვირჩევთ მოდას“ პრეზენტაცია, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ ,,ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“ ს.ს.ი.პ. „აჭარის მუზეუმ“-თან ერთად. პროექტის ფარგლებში ექსპონირებულ იქნა მუზეუმის ფონდსაცავში დაცული XX საუკუნის ტანისამოსი და ასევე ამ პროექტში მონაწილეების მიერ შესრულებული ტანსაცმლის ესკიზები და მათ მიერ შექმნილი მოდელები.